გარე მობილობით ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადება
04-10-2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმ სტუდენტების საყურადღებოდ რომლებმაც, გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს ევრორეგიონული სასწავლო და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტებში, ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, აღნიშნულ უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამოეწურათ ავტორიზაციის ვადა, რის გამოც ვერ განხორციელდება მობილობის მსურველი სტუდენტების ამ დაწესებულებებში ჩარიცხვა.

ასეთი სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მობილობამდე სწავლობდნენ ან/და მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სემესტრის მობილობაში.

იმ სტუდენტებმა კი რომლებმაც, გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, აღნიშნულ უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტების მიღების უფლება, რის გამოც ვერ განხორციელდება მობილობის მსურველი სტუდენტების ამ დაწესებულებაში ჩარიცხვა.

ასეთი სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მობილობამდე სწავლობდნენ ან/და მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სემესტრის მობილობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203