შიბლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ
04-10-2018
შიბლიანის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა. ტესტირებაში IX-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. იხილეთ ფოტო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს