რა ღონისძიებები გაიმართება „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში
04-10-2018
„თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება. როგორც თბილისის მერია იუწყება ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ევროპის მოედანსა და დედაენის ბაღში გაიმართება.

etaloni.ge „თბილისობა 2018“ -თან დაკავშირებით გასამართ დღესასწაულების განრიგს ტერიტორების მიხედვით წარმოგიდგენთ.

6 -7 ოქტომბერს რიყის პარკში გაიმართება: გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“, იქნება ბავშთა გასართობი პროგრამები, ცოცხალი მუსიკა და რარიტეტული მანქანების გამოფენა.

ლეღვთახევში მხატვრების, ფოტოხელოვნების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“, პროექტი „გვიდირიჟორე“ გაიმართება, იქნება ცოცხალი მუსიკა - ბენდი კილლაგეს-ის შესრულებით, ასევე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ და საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

დედაენის ბაღში გაიმართება სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება,  ტურნირები ნარდში,  მხატვრული ტანვარჯიშისა და აკრობატიკის საჩვენებელი გამოსვლა; ასევე ბოჩა (შშმ პირებისთვის), ტურნირი მინი გოლფში, შეჯიბრი მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთი, ბატუტისა და  ძალოსნობის საჩვენებელი გამოსვლა და შავფაროსნებისა და ანსამბლი „ჩვენებურების“ შოუ.

ასევე 6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე 20:00 საათზე მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ - პრემიერა გაიმართება.

7 ოქტომბერს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანზე 19:30 საათზე საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე გაიმართება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203