დამალის საჯარო სკოლის პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
03-10-2018
ასპინძის მუნიციპალიტეტის დამალის საჯარო სკოლის პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. სტატუსი პედაგოგებმა - გაბრიელ ბალოიანმა, კათინ არესტაკიანმა, გოარიკ სააკიანმა, მარინა ბროიანმა, თამარ ტივაძემ, ანი ჰარუთიუნიანმა და ნათია ზედგინიძე-სოღოიანმა აიმაღლეს.
სკოლის დირექცია პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ძვირფასო მასწავლებლებო გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და გისურვებთ ჯანმრთელობას და მეტ მიღწევებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს