პროფესიული განათლების მიმართულებას ახალი სპეციალობები დაემატა
01-10-2018

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოში, პროფესიული სპეციალიზობების ჩამონათვალს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატა.

ბრძანების მიხედვით, დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ შემდეგი სპეციალიზაციები დაემატა: 

სატვირთო ავტოტრანსპორტისა და სპეცდანიშნულების ტექნიკის შეკეთება;

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთება;

პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები;

მინის მხატვრული დამუშავება;

მხატვრული ქსოვა;

თექის დამზადება;

ქარგვა;

აგრომექანიზაცია;

დენტალური საქმე;

მსუბუქი ავტომობილის შეკეთება;

სანტექნიკის სისტემის ექსპლუატაცია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203