პროფესიული განათლების სისტემა ახალ სტანდარტებზე გადავა
01-10-2018
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კერძო და საჯარო დაწესებულებებთან ავტორიზაციის ახალი სტანდარტების და პროცედურების პროექტი განიხილა. 

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომლის ძალაში შესვლასთან ერთად პროფესიული განათლების სისტემა ახალ სტანდარტებზე გადავა. 

ახალი სტანდარტები ითვალისწინებს მოდულური და დუალური სწავლების სპეციფიკას და ხელს შეუწყობს დაწესებულებებში ხარისხის კულტურის შემდგომ განვითარებას. 

იგი ევროპის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს შეესაბამება და პროფესიული განათლების საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა.  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203