სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყეს
28-09-2018
სუხჩის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა, ზეინაბ კაჭარავამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. მოსწავლეებმა კი ღონისძიება გამართეს.
პირველკლასელებმა დროშა ჰიმნის ფონზე აღმართეს და პირველი ზარი დარეკეს. ოთახებში კი მათ საჩუქრები - ბუკები და სასწავლო ნივთების ნაკრები დახვდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სწავლა ახალი სურვილებითა და მოლოდინებით დაიწყეს. იხილეთ ფოტო
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის