პიპილეთის საჯარო სკოლამ წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
28-09-2018
პიპილეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლის დირექციამ 2017-2018 სასწავლო წლის წარმატებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები გადასცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის