მიქელიანის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება
28-09-2018
დუშეთის, მიქელიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
პირველკლასელებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში პირველკლასელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
„სკოლაში, ჩვენდა სასიხარულოდ, ყოველწლიურად იზრდება პირველკლასელთა რიცხვი, იმედია, ასე გაგრძელდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მიქელიანის სკოლა მცირეკონტიგენტიანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს