თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
28-09-2018
თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სიგელებით დაჯილდოვდნენ 2017-2018 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეები.
პირველკლასელებმა კი სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს. უფროსკლასელები კი სახალისო აქტივობებში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის