
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს.
პროგრამებზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს), რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, პროგრამებზე რეგისტრაციის ასაკი შეზღუდული არ არის.
პროფესიული ტესტირების გავლა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
რეგისტრაცია იწარმოებს 3-19 ოქტომბერს - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ონლაინ, მოცემულ ბმულზე.
რეგისტრაციისთვის საჭიროა - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.