თბილისის N172 საჯარო სკოლა Izrune.ge-ს ყველაზე ახალგაზრდული ძალებით უერთდება
27-09-2018
თბილისის N172 საჯარო სკოლაში გამართულ Izrune.ge-ს პრეზენტაციაზე, რომელსაც ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, დამსწრეთა უმრავლესობას მაღალი კლასების მოსწავლეები, განათლებასა და წინსვლაზე ორიენტირებული ახალგაზრდები შეადგენდნენ.

ეს იმიტომ, რომ Izrune.ge-ს მთავარი მიზნის, შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობის, მიღწევა მოსწავლეთა სურვილისა და დაინტერესების გარეშე, მითუმეტეს, მაღალ კლასებში წარმოუდგენელია.

ინოვაციური პორტალის ავტორმა ქვეყნის საიმედო ახალგაზრდობასთან ერთად იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა და საიტის მნიშვნელობაზე მათთან ერთად იმსჯელა.

თბილისის N172 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი დავით ბრეგაძე Izrune.ge-ს სტუმრობითა და პრეზენტაციაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მოხარული დარჩა, ამასთან, დასძინა, რომ მომავლის პორტალით დაინტერესებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

აუდიტორიამ მრავალ სიახლესთან ერთად გოჩა ტყეშელაშვილისგან უპრეცენდენტო ინიციატივის შესახებ შეიტყო - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი  ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge  საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...