თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
27-09-2018
სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
სკოლაში ღონისძიებები ჩატარდა. მოსწავლეებმა ასევე, სკოლის ეზოში არსებული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დღეს, სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის