თბილისის N89 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
27-09-2018
თბილისის N89 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.
ნანა სოლოღაშვილმა და მაია ადეიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. ნანა ივანაური, თამარ ფიროსმანაშვილი, ელზა ნინოშვილი და ასმათ მოდებაძე კი უფროსი მასწავლებლები გახდნენ.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის