ხეოთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა დოდო ოქრომელიძემ და გიორგი ნებაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლა მასწავლებლებს წარმატბას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ხეოთის საჯარო სკოლა ამაყობს წარმატებული მასწავლებლებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის