მანანა რატიანი: ხუთი ათასზე მეტ პედაგოგს სტატუსი შეეცვალა
26-09-2018

სკოლის პედაგოგების რიცხვი, რომელთაც სტატუსი შეეცვალათ, ხუთი ათასზე მეტია. 

ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი უკვე მიენიჭა 3 512 მასწავლებელს,  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 172 მასწავლებელს, ხოლო მენტორის სტატუსი კი - 19 მასწავლებელს. 

„ამ რაოდენობას 1 100 განაცხადი დაემატება. პლუს, 280 დაემატება იმათ, ვისაც 10-10 კრედიტი აქვთ ორივე გამოცდაზე მიღებული, დანარჩენს კი ვნახავთ, 1300 მასწავლებლიდან რამდენია მზად იმისთვის, რომ სტატუსი შეიცვალოს. ჯამურად ეს იქნება 6000-მდე მასწავლებელი“ - განაცხადა მანანა რატიანმა. 

სტატუსშეცვლილი პედაგოგები გაზრდილ ხელფასს სექტემბერშივე აიღებენ. 

„ვისაც სექტემბრამდე ჰქონდა განაცხადი წარმოდგენილი და მივანიჭეთ ახალი სტატუსი, სექტემბერშივე აიღებენ გაზრდილი ხელფასის ნახევარს, ხოლო სექტემბერში ვინც წარმოადგინა განაცხადი, ისინი გაზრდილ ხელფასს მიიღებენ ოქტომბერში“. 

მანანა რატიანის თქმით, გაზრდილია პედაგოგების აქტივობებიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203