ლახამულის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
26-09-2018
ლახამულის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა. ტესტირებაში მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა აირჩიეს ვარიანტი „თამამი“, მათგან ორმა მოსწავლემ კი ზღვარი გადალახა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს