ტრენინგი მასწავლებლებისთვის - სკოლიდან პროფესიულ სასწავლებელში მოსწავლის ტრანზიცია
25-09-2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე - სკოლიდან პროფესიულ სასწავლებელში მოსწავლის ტრანზიცია.


ტრენინგი განკუთვნილია სპეციალური მასწავლებლებისთვისა და საგნის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან სსსმ მოსწავლეებს VIII- კლასს და ზემოთ.

ტრენინგზე დასწრების წინაპირობა:

  • რეგისტრაციის მომენტისათვის მონაწილე 2018-2019 სასწავლო წელს უნდა ასწავლიდეს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს VIII კლასს და ზემოთ.
  • მონაწილემ რეგისტრაციის დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს სკოლის დირექციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ პედაგოგი აკმაყოფილებს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ტრენინგზე პედაგოგები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ზოგადიდან პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციის ხელშეწყობის გზებს გაეცნობიან.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე, 2018-09-27 ჩათვლით შეეძლებათ.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს 1 კრედიტქულა მიენიჭებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203