ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განახლებული ენერგიით დაიწყო
24-09-2018
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ენერგიით შეხვდა.
პირველკლასელებს წიგნები და ბუქები გადაეცათ, ხოლო წარჩინებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს:
„ახმაურდა ქუჩა, ახმაურდა სკოლა... ბევრი ღიმილი, მოკითხვა, მოფერება, ლამაზი სიტყვები. საგულდაგულოდ მორთული პირველი კლასი. შემართება, ენერგია, რწმენა და განწყობა: ჩვენ ყველა მწვერვალს დავიპყრობთ! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“-აცხადებენ დირექციაში.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის