ლიის თემის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა
24-09-2018
ლიის თემის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლეებით შეხვდა.
სკოლის სამ პედაგოგს სტატუსი შეეცვალა და უფროსი მასწავლებლები გახდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა მცირეკონტიგენტიანია, წელს კი სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„ჩვენ მუდამ ვზრუნავთ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე. სკოლაში ვიდეო სათვალთვალო კამერები და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა დავაყენეთ. მოწესრიგდა საპირფარეშო და სველი წერტილები სტანდარტის გათვალისწინებით. წლის მანძილზე იგეგმება სასკოლო ღონისძიებები: შემოდგომის ზეიმი, საახალწლო ზეიმი და სხვა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს