წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 25-მდე აღსაზრდელი მოიწამლა
22-09-2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში 25-მდე აღსაზრდელი მოიწამლა.

მშობლების განცხადებით, ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.

მოწამლულთაგან 11 აღსაზრდელი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან ნაწილს უკვე დაუდგინდა კვებითი ინტოქსიკაცია. 

ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, რძის ნაწარმის და ბოსტნეულის მიღებას უკავშირდება.

დღესვე საავადმყოფოში ბავშვები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა იმნაძემ მოინახულა. მისი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203