მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთათვის საგრანტო კონკურსები გამოცხადდა
21-09-2018

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსებს შემდეგი მიმართულებით:

1. „საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“

2.  „საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“

3. „საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“

4. „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“

5.  „საჯარო სკოლების გეოგრაფიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“

6.  „საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“

გამოცხადებული კონკურსების მიზანია, წაახალისოს შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.

საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2018 წლის 20 სექტემბრის 17:00 საათიდან 2018 წლის 8 ოქტობრის 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს:

 http://competitions.tpdc.ge/login

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203