სკოლის დირექტორმა და პედაგიგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.
მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს და მონიტორზე პრეზენტაციის სახით წინა სასწავლო წლის აქტივობები ნახეს.
პედაგოგებმა ასევე წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს.
„მოსწავლეების ნაკლებობის მიუხედავად, პედაგოგები ოპტიმიზმს მაინც არ კარგავენ და იმედოვნებენ, რომ სკოლის მაჯისცემა სამომავლოდაც არ შეწყდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის