ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში სწავლა მოსწავლეებმა საზეიმო განწყობით დაიწყეს
20-09-2018
ბესიკ კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
პირველკლასელებს სკოლაში საზეიმოდ გაფორმებული საკლასო ოთახები დახვდათ.
„ახალი სასწავლო წელი ხალისიანად დაიწყო. პირველკლასელები ანთებული თვალებით შემოვიდნენ სკოლაში, მათ ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს