ლაფანყურის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს საზეიმო განწყობით შეხვდნენ
20-09-2018
ლაფანყურის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს პოზიტიური განწყობითა და ენერგიით შეხვდა.
სკოლაში ზეიმი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ზეიმზე განსაკუთრებულად შეხვდნენ პირველკლასელებს.
„განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო. მინდა წინსვლა და წარმატებები ვუსურვო ჩვენი სკოლის თითოეულ მოსწავლეს“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის