ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
20-09-2018
ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა დავით სეთურმა და სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მოსწავლეებს მიმართა სოფლის გამგებელმა ბეჟან სუხაშვილმაც.
მან დირექტორთან ერთად სკოლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
პირველი კლასის დამრიგებელმა ლალი ბექაურმა ლამაზი მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა პატარებს და გადასცა ახალი სახელმძღვანელოები და სასკოლო ბუკები.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის