სალხინოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
20-09-2018
ვანის, სალხინოს საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. პირველკლასელებს ბუკები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის