ბათუმის N1 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლეებითა და სიურპრიზებით შეხვდა
20-09-2018
ბათუმის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყვეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შემოაღეს სკოლის კარი.
სპეციალურად მათთვის სკოლაში ანიმაციური ფილმების გმირები გამოჩნდნენ, რომლებიც მოსწავლეებს მიესალმნენ და მათ განწყობაზე იზრუნეს.
ბათუმის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის