ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
19-09-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა ჯემალ ბასილაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სკოლის დირექციამ 10-ქულიანი მოსწავლეები და კლასგარეშე თუ სკოლის გარე აქტივობებში წარმატებულო მოსწავლეები დააჯილდოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები ახალ სასწავლო წელს ამაღლებული განწყობით შეხვდნენ.
„განსაკუთრებული მღელვარება პირველკლასელებს ეტყობოდათ. მათ სკოლაში სასიმოვნო გარემო და თბილი მასწავლებლები - ნატო თურმანიძე და დიდარი კონცელიძე დახვდათ. პედაგოგებმა პირველი გაცნობითი გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს