სატივის საჯარო სკოლაში გასული წლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
19-09-2018
სატივის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაზე პირველკლასელებს გადაეცათ ბუკები, I-VI კლასის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წიგნები, ხოლო წარმატებული მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ქების სიგელით დააჯილდოვა.
ღონისძიების ბოლოს, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა შეავსეს სურვილების დაფა „ამ წელს მე მინდა...“.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის