ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მშობლიურ სკოლას ეწვია.
ლაშა კომახიძემ ბათუმის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
მშობლიურ სკოლაში ბათუმის მერს ყოფილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა გეგენავა შეხვდა.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ დღევანდელი დღე. გისურვებთ, სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, განათლებული და სწავლაზე ორიენტირებული თაობა. ასევე, პედაგოგებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ წელს. თქვენი როლი ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“, - აღნიშნა ლაშა კომახიძემ.
იხილეთ ფოტოები