ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით მოსწავლეები დააჯილდოვეს
18-09-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
კერძოდ, სკოლის დირექტორმა ქიშვარდ გორგოშაძემ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ხოლო სწავლაში წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
ასევე, იმ მოსწავლეებს, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურები იყვნენ, დიპლომები გადაეცათ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს ახალი სასწავლო წლის დასაწყისი მუსიკალური ნომრებით, ცეკვით და პატარა მინიატიურული დადგმებით მიულოცეს, უმცროსკლასელი მოსწავლეები კი დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი ლექსებით წარსდგნენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის