ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორმა წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
18-09-2018
ლაჯანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის დირექტორმა ნანა ბურჯალიანმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. დირექტორმა ასევე წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა, 6 პირველკლასელს კი ფასიანი საჩუქრები და კომპიუტერები გადასცა და ცხოვრების ახალი ეტაპის წარმატებით დაძლევა უსურვა.
მოსწავლეებმა პირველკლასელებთან ერთად სახალისო ცეკვაც შეასრულეს და იხალისეს.
„დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით დაიწყეს ახალი სასწავლო წელი ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს