ავტორიზაციის საბჭომ ორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია გაუუქმა
18-09-2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, 6 და 12 სექტემბერს ავტორიზაციის საბჭომ ორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია გაუუქმა. 

2018 წლის 12 სექტემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ ა(ა)იპ – „ადამიანი და ბუნებას”. 

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 12 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

2018 წლის 6 სექტემბერს კი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ შპს - ირაკლი ფაღავას სახელობის აკადემია “დასტაქარს”. 

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 6 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში“ - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203