გთავაზობთ ინფორმაციას მასწავლებელთა გამოცდებისთვის ზედმეტად, შეცდომით და აპელაციისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურების შესახებ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2018 წლის საგნის გამოცდაზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი დაშეფასების შეცვლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილისაფასურის დაბრუნების თაობაზე.განაცხადები მიიღება 2018 წლის
18 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქ.თბილისში - მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე, რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.იხ. განაცხადის ფორმაგაითვალისწინეთ!იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:
საბანკო დაწესებულებაში, საფასური დაბრუნდება გადამხდელის ან აპლიკანტის ანგარიშზე.
გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.