ყულევის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების დღეს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად საზეიმოდ ტორტი გაჭრეს
18-09-2018
ყულევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა, ხატია ოჩიგავამ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს პედაგოგებმა და მიწვეულმა სტუმრებმაც.
დირექტორმა წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წიგნები, პირველკლასელებს კი ბუკები გადაეცათ.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად საზეიმოდ ტორტი გაჭრეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის