ჭაბუკიანის სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, თეა გოგსაძის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე - ''მე ომბუდსმენი''.
მოსწავლეებმა უყურეს ომბუდსმენის საქმიანობის ამსახველ დოკუმენტურ მასალას და წაიკითხეს ესეები დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების თემაზე.
როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან საინტერესოა.