სავანეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
18-09-2018
სავანეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს. პირველკლასელებმა ზეიმზე ლექსები წარმოთქვეს და პედაგოგებს ყვავილები მიართვეს.
სკოლის დირექტორმა, ინგა მიქელაძემ, სასწავლო ნაწილმა, გეიდარ ისმაილოვმა და სხვა პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელები სწავლის დაწყებას ამაღლებული განწყობით შეხვდნენ.
„პირველკლასელებისთვის განსაკუთრებით ლამაზი იყო ეს დღე, თვალებაციმციმებულები ათვალიერებდნენ მათთვის განკუთვნილ ლამაზად გაფორმებულ საკლასო ოთახს. მასწავლებელი მათ მოეფერა, გაესაუბრა და სამომავლო გეგმები დასახა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს