,,მსოფლიო დასუფთავების დღე“-გომის საჯარო სკოლა აქციას შეუერთდა
17-09-2018
გომის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები „მსოფლიო დასუფთავების დღის“ აქციას შეუერთდნენ, რის ფარგლებშიც მონაწილეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს.
დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია –„დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და ამჟამად მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა კი 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას „Let’s Do It World“, რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო – შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის