გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება 51-ე სკოლიდან მიულოცა
17-09-2018

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებს 51-ე სკოლიდან მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა იმ ტრაგედიაზე ისაუბრა, რომელიც 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების - დავით სარალაძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობას უკავშირდება.

“ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები, რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. მშობლებს მინდა, მოგილოცოთ. გისურვებთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა მათთვის, ვინც წელს ამთავრებს სკოლას. თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომელიც თქვენ განიცადეთ. ასეთმა ტკივილმა, ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს. 

ტკივილი და ტრაგედიაც გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, უფრო მეტად თანადგომაში, მე ვფიქრობ, რომ უკეთესს მივცემთ ჩვენს შვილებს. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვარ დღეს სირთულეშიც და თქვენს სიხარულშიც. მინდა, ამ პატარა ბავშვების მომავალი საქართველო დავლოცო, რომელიც იქნება კიდევ უფრო კარგი და ბედნიერი, პედაგოგებს დიდ გამძლეობასა და სიმტკიცეს და სიყვარულით პრობლემებით დაძლევას ვუსურვებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა სასწავლო წლის დაწყების მილოცვისას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203