მიხეილ ბატიაშვილმა სწავლის დაწყება მოსწავლეებს 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა
17-09-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ 150-ე სკოლა  ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში  დაინერგება. 

„განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ადამიანის წარმატებულ მომავალს განსაზღვრავს. ახალი სასწავლო წელი სიახლეებთან და პოზიტივთან ასოცირდება“ - აღნიშნა მინისტრმა.


 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203