სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დაფინანსებისთვის 2 520 000 ლარი გამოიყო
13-09-2018
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

2018-2019 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

დაფინანსების მისაღებად, განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში - საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს:

სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ბაკალავრებისთვის

სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მაგისტრანტებისთვის
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203