გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის შემდეგ, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საჯარო სკოლის დირექტორთა სათათბიროები შეიქმნა.
სათათბირო არის თბილისის წარმატებული სკოლის დირექტორებისა და სოციალურ-საგანმანათლებლო პორტალ
Etaloni.ge-ს ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის ნებაყოფლობითი და დროებითი (2018-2019 სასწავლო წელი) გაერთიანება, რომელიც დაარსებულია შვილების აღზრდა-განათლების პროცესში მშობელთა სისტემური, აქტიური ჩართვის მიზნით და ეყრდნობა
Izrune.ge- ს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და წარმატებული სკოლების დირექტორების გამოცდილებას.
ვაკე-საბურთალოს სკოლის დირექტორთა სათათბიროს თავმჯდომარე თბილისის N41 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილია, რომელიც ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის თანამოაზრეა:„მივესალმები
Izrune.ge-სა და მომავლის იმ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც ბატონი გოჩა ახორციელებს. სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა, რომ პრობრემური საკითხია, ეს ყველამ ვიცით. სათათბიროს მრჩევლისა და გადაწყეტილების მიღებაში დამხმარე ორგანოს ფუნქცია აქვს,
Izrune.ge -ს საფუძველზე კი ჩვენი აქტიური მუშაობით, პედაგოგთა და მშობელთა სწორი ინფორმირებულობით, მოსწავლეთა მოტივირებითა და დაინტერესებით, საუკეთესო შედეგებზე გავალთ.“
დიდუბე-ჩუღურეთის სკოლის დირექტორთა სათათბიროს კი თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, გალაქტიონ მინდიაშვილი გაუძღვება, რომელიც პროექტს პირველივე დღიდან გუშემატკივრობს:„შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართვა თანამედროვეობის მნიშვნელოვანი გამოწვევაა,
Izrune.ge კი ერთადერთი ეფექტური გზაა ამ მიზნის მისაღწევად. გასაოცარია, რომ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალის ყველა სიკეთით სარგებლობა სიმბოლურ ფასად, თვეში მხოლოდ 1 ლარადაა შესაძლებელი. ამდენად, მაქსიმალური შედეგებისკენ მივისწრაფვით და გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლისა და მშობლის ჩართულობა წარმატებული განათლების სისტემისა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის საწინდარი იქნება.“
სკოლების დირექტორების სათათბიროში გაწევრიანების სურვილი უკვე არაერთმა დირექტორმა გამოთქვა. სათათბირო ღიაა საქართველოს ყველა იმ სკოლის დირექტორისთვის, ვისთვისაც მომავალი თაობის განათლება-განვითარებაზე ზრუნვა ცხოვრების კრედოა.
იხილეთ სტატიები ამავე თემაზე:
სკოლის დირექტორთა სათათბირო - ხიდი, რომელიც მშობელსა და სკოლას აკავშირებს
გლდანი-ნაძალადევის სკოლის დირექტორთა სათათბირო შეიქმნა
ისანი-სამგორის სკოლის დირექტორთა სათათბირო მუშაობას შეუდგა