სკოლის ექსტერნი გამოცდების განრიგი ცნობილია
10-09-2018

მე-12 კლასში შემავალი საგნების – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უზრუნველყოფა – ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება #168 თანახმად, ექსტერნატის გამოცდები ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით ჩატარდება.

გამოცდების ჩატარების განრიგი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა – 11 სექტემბერი,10:00 საათი;
  • მათემატიკა – 12 სექტემბერი, 10:00 საათი;
  • ისტორია – 13 სექტემბერი,10:00 საათი;
  • სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება – 14 სექტემბერი,10:00 საათი;
  • ინგლისური ენა – 15 სექტემბერი, 10:00 საათი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203