სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე დირექტორთა რეგისტრაცია იწყება
11-09-2018
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 12 სექტემბერს 12:00 საათზე გამოაცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას „სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე“.

კონფერენციის მიზანი, სკოლის მართვის და ლიდერობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 12 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე: www.teec.ge და დასრულდება 14 სექტემბერს დღის 12:00 საათზე.

კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 230 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი; 
  • წარმატებით აქვს გავლილი ლიდერობის აკადემიის რომელიმე ტრენინგ-მოდული.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203