მიხეილ ბატიაშვილს შვიდის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება
10-09-2018
საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მისი მოადგილეებისა და სსიპ-ების ხელმძღვანელების გათავისუფლების შემეგ, სამინისტროში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.

ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.

მინისტრს კი შვიდის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება. 

„განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის ზრდა არის მიზანი და ამ პროცესს ახალი საკადრო პოლიტიკა და ენერგია სჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. ცვლილებები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, " - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203