პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ვადები გამოცხადდა
10-09-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას დამატებითი ვადით.

რეგისტრაცია განხორციელდება განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე, 10 სექტემბრიდან - 11 სექტებმრის ჩათვლით პერიოდში.

რეგისტრაციის განხორციელება შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203