სოფელ კახათში ახალშობილი სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული დატოვეს
10-09-2018
ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ახალშობილი იპოვეს,-ინფორმაცია „ეტალონს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
პირველადი ინფორმაციით, დღეს დილით, ჩვილი წვიმიან ამინდში, სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული დატოვეს. ამ დროისთვის ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის