გთავაზობთ ინფორმაციას სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე (გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის) საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე.
განაცხადები მიიღება 2018 წლის 10 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით.
ქ.თბილისში - მინდელის ქ. N9, 10:00 - 18:00 საათამდე.
რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.