„ონიქს დეველოპმენტი“ წლის „ეტალონ პედაგოგს“ საჩუქრად ბინას გადასცემს!
07-09-2018

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასიამოვნო სიახლეა! წარმატებულმა სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტმა“ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - სამშენებლო კომპანიის ინიციატივით, 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონ პედაგოგს“ საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

„ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასების და წახალისების მიზნით აწესებს.

2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და სწორედ ის გახდება ამ მნიშვნელოვანი საჩუქრის მფლობელი.

„საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ აღზრდა-განათლების ინოვაციურ პორტალ Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდება.

საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge -ს მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი:

- 2018-2019 სასწავლო წლის რჩეული შესაძლებელია ნებისმიერი პედაგოგი გახდეს, რომლის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი Izrune.ge -ში და მაღალ შედეგებს მიაღწევენ. 

2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის ზუსტ კრიტერიუმებს „თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო“ დაადგენს; პროცესის მონიტორინგზეც სათათბირო იზრუნებს, რათა რჩეული პედაგოგის გამოვლენის პროცედურა იყოს გამჭვირვალე და სახალხო.

წლის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენის მთავარი კონცეფცია და კრიტერიუმის საფუძვლებია: 

           ჩვენ ერთი გუნდი ვართ:

  • წარმატებული  სკოლა;
  • მეგობრული კლასი;
  • შვილებზე მზრუნველი მშობლები. 

დამატებით ინფორმაციას 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის შესახებ etaloni.ge პერიოდულად მოგაწვდით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203